Oct
12

უგულავამ რა ჰქმნა…

თუ გინდა, რომ შეცვალო სამყარო, დაიწყე საკუთარი თავით!

ხოდა, მეც დავიწყე…


მთელი ცხოვრებაა ჭარბი წონის პრობლემა მაწუხებს. ამ ზაფხულს, გარკვეული მიზეზების გამო, განსაკუთრებით იჩინა თავი. ზაფხულის 2 თვის განმავლობაში, რეკორდული სისწრაფით მოვიმატე წონაში და თვალსა და ხელს შუა, 88 კილოგრამს მივუკაკუნე. შესაბამისად, როგორც კი ამ ამბის გამოსწორების შანსი მომეცა, მაშინვე შევუდექი საქმეს. ეს არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც მეგონა. საბედნიეროდ, არსებობს საიტი dieta.ge, სადაც საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული, ”უგულავას დიეტა” ამოვიკითხე. ჩემი მეგობრების გამოცდილებიდან ვიცოდი, რომ ეს დიეტა ამართლებს და მეც დავიწყე! საბედნიეროდ, კარგი ნებისყოფის უნარი მაქვს და მიზნად რომ დავისახავ რამეს, აუცილებლად ბოლომდე მიმყავს…

დიეტის განმავლობაში, მეტი ჩართულობისთვის და მობილიზაციისთვის, ბლოკნოტში ვინიშნავდი პირველი დღიდან ბოლომდე შედეგებს, დღეების მიხედვით ფსიქოლოგიურ განწყობას, სირთულეებს და სხვა ყველა წვრილმან დეტალებს. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დაეხმარება სხვებსაც მიზნის მიღწევაში. Read the rest of this entry »